Author: admin

  • “მინდა შევეხო ჩვენი პაციენტის, მარიამ ტყემალაძის გარდაცვალების ამბავს… ბოლო კონტაქტი 7 მაისს გვქონდა, ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა” – რას წერს რომა ბაბაევი

    “მინდა შევეხო ჩვენი პაციენტის, მარიამ ტყემალაძის გარდაცვალების ამბავს… ბოლო კონტაქტი 7 მაისს გვქონდა, ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა” – რას წერს რომა ბაბაევი

    14 მა­ისს თბი­ლი­სის მეტ­რო­ში ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. 21 წლის მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძე იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს მეტ­რო­სად­გურ “სამ­გორ­ში” მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცუ­დად გახ­და და სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ შეძ­ლეს. რა გახ­და გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, ეს ექ­სპერ­ტი­ზით უნდა გა­ირ­კვეს. გო­გო­ნას გული გა­უ­ჩერ­და. რო­გორც

    ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ახალ­გაზ­რდა მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყო იმ დღეს მეტ­რო­ში და მე­გობ­რე­ბი შე­ეს­წრნენ ამ უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ას, ისი­ნი მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლე­ბი არი­ან. მათ თვალ­წინ მა­რი­ამს ხე­ლი­დან ტე­ლე­ფო­ნი გა­უ­ვარ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გახ­და ცუ­დად, გო­ნე­ბა და­კარ­გა. ად­გილ­ზე მი­სუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და თურ­მე სა­ათ­ზე მეტ­ხანს ცდი­ლობ­და მის­თვის გუ­ლის ამუ­შა­ვებს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ…

    21 წლის მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძე თსუ-ს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი იყო.

    • ექი­მი რომა ბა­ბა­ე­ვი, ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გის ჯაბა ბა­ბა­ე­ვის ვაჟი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა, გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ბა­რი­ატ­რი­ულ ოპე­რა­ცი­ა­ზე ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს.

    “გა­მარ­ჯო­ბა, მინ­და შე­ვე­ხო ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტის, მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს. მა­რი­ამს 5 იან­ვარს გა­ვუ­კე­თეთ ბა­ი­პა­სის ტი­პის ოპე­რა­ცია. ყვე­ლა­ფერ­მა ჩა­ი­ა­რა იდე­ა­ლუ­რად. მა­რი­ა­მი ჩვენ­თვის იყო არამ­ხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტი, არა­მედ ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი, გვქონ­და თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. იყო ძა­ლი­ან კარ­გი პა­ცი­ენ­ტი, ოპე­რა­ცი­ის­თვის 3 თვე ვამ­ზა­დებ­დით, იყო შეგ­ნე­ბუ­ლი და თვი­თონ არ უნ­დო­და ოპე­რა­ცია სა­ნამ კარ­გად არ და­იკ­ლო და არ მო­ემ­ზა­და. ოპე­რა­ცი­ის შემ­დე­გაც მუდ­მივ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა­ში იყო, ნე­ბის­მი­ერ წა­მალ­ზე მწერ­და და ჩვენს გა­რე­შე არა­ფერს აკე­თებ­და.

    ას­რუ­ლებ­და ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას იდე­ა­ლუ­რად. იკონ­ტრო­ლებ­და თა­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­საც, 3 თვის თავ­ზე ჩა­ი­ტა­რა შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი, ჰქონ­და იდე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. მაგ­რამ 3 დღის წი­ნან­დელ­მა ამ­ბავ­მა ყვე­ლა შოკ­ში ჩაგ­ვაგ­დო, ბოლო კონ­ტაქ­ტი 7 მა­ისს გვქონ­და, სა­დაც გაგ­ვი­ზი­ა­რა თა­ვი­სი before/after და იყო უბედ­ნი­ე­რე­სი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მოხ­და ასე­თი ტრა­გე­დია, რა­საც ვე­რა­ვინ წარ­მო­ვიდ­გენ­დით. იყო უბ­რა­ლოდ შოკი.

    გთხოვთ მო­ეშ­ვათ ამ ამ­ბის ბა­რი­ატ­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბას, იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი სიკ­ვდი­ლი. პა­ტი­ვი ეცით გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს და ექიმს! ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა სა­ნამ არ იქ­ნე­ბა ნუ გა­მო­ი­ტანთ წი­ნას­წარ დას­კვნებს, რა­ი­მე კი­თხვე­ბი თუ გექ­ნე­ბათ შე­გიძ­ლი­ათ მომ­წე­როთ და ვეც­დე­ბი და­გეხ­მა­როთ, აქ პოსტვით უბ­რა­ლოდ პა­ნი­კა იქ­მნე­ბა.ვუ­სამ­ძიმ­რებ მა­რი­ა­მის ოჯა­ხის წევ­რებს! თქვენ კი ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!” – წერს ბა­ბა­ე­ვი.

  • ვრცელდება მამუკა მდინარაძეს განცხადება მიხეილ სააკაშვილზე!!

    ვრცელდება მამუკა მდინარაძეს განცხადება მიხეილ სააკაშვილზე!!

    როცა სააკაშვილის ბრალს ოდნავ მაინც იცნობ და მაინც ამბობ, რომ ის უკანონოდ არის დაკავებული, ესე იგი არ გაინტერესებს არაფერი, ფაქტობრივი მოცემულობა შენთვის მეასეხარისხოვანია და უბრალოდ შენს წარმომადგენელს საქართველოში, შენი ინტერესებიდან გამომდინარე იცავ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნას შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.

    როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს არასდროს წარმოადგენდა სააკაშვილი, ის წარმოადგენდა გარე-ძალებს და შესაბამისად, ისინი დღეს მას არგუმენტების გარეშე იცავენ.

    „არ გაგვიკვირდეს, ეს ბუნებრივი ამბავია, ჩემთვის პირადად, ამაში რაიმე გასაოცარი და გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ადამიანები ამოქმედებდნენ კონკრეტულ ადამიანს, თავისი ინტერესების შესაბამისად და დღეს ისინი იცავენ მას არგუმენტების გარეშე. როცა სააკაშვილის ბრალს ოდნავ მაინც იცნობ და მაინც ამბობ, რომ ის უკანონოდ არის დაკავებული, ესე იგი არ გაინტერესებს არაფერი, ფაქტობრივი მოცემულობა შენთვის მეასეხარისხოვანია და უბრალოდ შენს წარმომადგენელს საქართველოში, შენი ინტერესებიდან გამომდინარე იცავ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყანა დაიცავს თავის წარმომადგენელს სხვა ქვეყანაში. საქართველოს არასდროს წარმოადგენდა სააკაშვილი, ის წარმოადგენდა გარე-ძალებს. ერთ-ერთი აქტიური განმახორციელებელი იმისა, რაც წეღან მოგახსენეთ, რაზეც ვისაუბრე, რომ საკუთარი ხალხის ხელით დაიპყრონ, ან ზეგავლენა მოახდინონ რომელიმე ქვეყანაზე, ამისი აქტიურად აღმასრულებელი და განმახორციელებელი იყო ეს კაცი და იცავენ ბუნებრივია, ამას მე საერთოდ არ მივიჩნევ გასაკვირ ამბავს,“- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

  • რას წერს ექიმი მეტროში გარდაცვლილ 21 წლის გოგოზე? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    რას წერს ექიმი მეტროში გარდაცვლილ 21 წლის გოგოზე? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    ექი­მი რომა ბა­ბა­ე­ვი, ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გის, ჯაბა ბა­ბა­ე­ვის ვაჟი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 21 წლის მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძის გარდაცვალებას ეხმაურება.

    რომა ბა­ბა­ე­ვის თქმით, გოგონას გარდაცვალება ბარიატრიასთან კავშირში არ არის და მოუწოდებს საზოგადოებას, ექსპერტიზის პასუხამდე წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტანენ.

    ცნობისთვის, მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძე 14 მა­ისს თბი­ლი­სის მეტ­რო­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცუ­დად გახ­და და გარდაიცვალა. როგორც მარიამის ლექტორი თამარ ბელქანია ამბობს, გოგონამ კუჭის ოპერაცია იანვარში გაიკეთა და 55 კილო ჰქონდა დაკლებული.

    “მინდა შევეხო ჩვენი პაციენტის, მარიამ ტყემალაძის გარდაცვალების ამბავს. მარიამს 5 იანვარს გავუკეთეთ ბაიპასის ტიპის ოპერაცია. ყველაფერმა ჩაიარა იდეალურად.

    მარიამი ჩვენთვის იყო არამხოლოდ პაციენტი, არამედ ძალიან კარგი მეგობარი. გვქონდა თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა. იყო ძალიან კარგი პაციენტი. ოპერაციისთვის 3 თვე ვამზადებდით. იყო შეგნებული და თვითონ არ უნდოდა ოპერაცია, სანამ კარგად არ დაიკლო და არ მოემზადა. ოპერაციის შემდეგაც მუდმივ მეთვალყურეობაში იყო, ნებისმიერ წამალზე მწერდა და ჩვენ გარეშე არაფერს აკეთებდა. ასრულებდა ყველა რეკომენდაციას იდეალურად. იკონტროლებდა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც.

    3 თვის თავზე ჩაიტარა შესაბამისი კვლევები, ჰქონდა იდეალური მდგომარეობა. მაგრამ 3 დღის წინანდელმა ამბავმა ყველა შოკში ჩაგვაგდო. ბოლო კონტაქტი 7 მაისს გვქონდა, სადაც გაგვიზიარა თავისი before/after და იყო უბედნიერესი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა, მოხდა ასეთი ტრაგედია, რასაც ვერავინ წარმოვიდგენდით. იყო უბრალოდ შოკი.

    გთხოვთ, მოეშვათ ამ ამბის ბარიატრიასთან დაკავშირებას, იყო მოულოდნელი სიკვდილი. პატივი ეცით გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ექიმს! ექპერტიზის დასკვნა სანამ არ იქნება, ნუ გამოიტანთ წინასწარ დასკვნებს. რაიმე კითხვები თუ გექნებათ, შეგიძლიათ მომწეროთ და ვეცდები, დაგეხმაროთ. აქ პოსტვით უბრალოდ პანიკა იქმნება.

    ვუსამძიმრებ მარიამის ოჯახის წევრებს! თქვენ კი ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!” – წერს რომა ბაბაევი.

  • 2026 წლის მარტის ფინანსური ჰოროსკოპი: შემოსავალი, ხარჯები და ძირითადი ტენდენციები

    2026 წლის მარტის ფინანსური ჰოროსკოპი: შემოსავალი, ხარჯები და ძირითადი ტენდენციები

    2026 წლის მარტი მოითხოვს ფინანსებისადმი დიდ ყურადღებას და სპონტანური ნაბიჯების თავიდან აცილებას. მარტის ფინანსურ განწყობას ვენერასა და სატურნის იშვიათი შეერთება განსაზღვრავს – განსაკუთრებული მოვლენები ზოდიაქოს ნიშნებს უკვე 8 მარტიდან ელოდებათ. ეს პლანეტარული შეერთება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს შემოსავალზე.

    გაზაფხულის პირველი თვის მეორე ასტროლოგიური მოვლენა 18 მარტს მოხდება. მთვარის, მერკურისა და მარსის შეერთება ამ დღეს ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის ფინანსური ზარალის, ზოგისთვის კი მნიშვნელოვანი მოგების მიღების ალბათობას ზრდის. ასტროლოგიური პროგნოზი დაგეხმარებათ, უკეთ დაგეგმოთ თქვენი შემოსავალი, ხარჯები და ფინანსური გადაწყვეტილებები 2026 წლის მარტისთვის.

    ვერძი

    მარტი სახიფათოა იმპულსური ქმედებებისთვის. თქვენმა სწრაფად მოქმედების სურვილმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც წარმატებები, ისე ზედმეტი დანაკარგები. ფინანსები მოითხოვს ფრთხილად გაანგარიშებას, განსაკუთრებით იმ სიტუაციებში, სადაც ადრე ყველაფერი პირად გავლენაზე იყო დამოკიდებული. მოსალოდნელია სიტუაციები, სადაც მოგიწევთ არჩევანის გაკეთება რისკსა და რესურსების შენარჩუნებას შორის.

    2026 წლის მარტის ფინანსური ჰოროსკოპი ვერძს ურჩევს, ჯერ პაუზა გააკეთოს, კარგად დაფიქრდეს და შემდეგ იმოქმედოს.

    კურო

    კუროსთვის ამ თვეში ფული სტაბილურობის მაჩვენებელი ხდება. ყველაფერი, რაც შემოსავალსა და დანაზოგთან არის დაკავშირებული, მშვიდ და პრაქტიკულ მიდგომას მოითხოვს. მარტი კარგი დროა სისტემის – ბიუჯეტი, რეზერვები და გრძელვადიანი გეგმები – შესაქმნელად. არ ინერვიულოთ, თქვენი შფოთვა და ნერვიულობა სისუსტეზე მიუთითებს და არა საფრთხეზე.

    2026 წლის მარტის ფინანსურ ჰოროსკოპში ხაზგასმულია, რომ სტაბილურობა თქვენთვის აგურ-აგურ შენდება.

    ტყუპი

    ტყუპებისთვის მარტის ფინანსური სურათი არაერთგვაროვანია. შესაძლებელია რამდენიმე მიმართულება, იდეა ან შემოსავლის წყარო, მაგრამ ყველა თანაბრად პერსპექტიული არ არის. არსებობს თქვენი რესურსების გაფანტვის და მცირე, მაგრამ ხშირი ხარჯების გაღების რისკი. ფინანსების შენარჩუნება უფრო ადვილია, თუ მასზე იქნებით ფოკუსირებული.

    2026 წლის მარტის ფინანსური ჰოროსკოპი არასაჭირო ნივთების შემცირებას და პრიორიტეტების განსაზღვრას გვირჩევს.

    კირჩხიბი

    მარტი კირჩხიბის ფინანსურ საკითხებს უსაფრთხოების თემასთან აკავშირებს. ფული შეიძლება დაიხარჯოს სახლზე, საყვარელ ადამიანებზე ან უსაფრთხოების განცდის შექმნაზე. მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ზრუნვა სერიოზულ ფინანსურ დანაკარგებად არ გადაიქცეს. შესაძლებელია რესურსების განაწილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.

    2026 წლის მარტის ფინანსური ჰოროსკოპი გვახსენებს: მხარდაჭერა არ უნდა იყოს ცალმხრივი.

    ლომი

    თვის კრიზისული მომენტი მოლოდინების გამართლების სურვილია. ფული შეიძლება დაიხარჯოს სტატუსზე, შთაბეჭდილებებზე ან იმიჯის შენარჩუნებაზე. შესაძლებელია შემოსავლის შესახებ მოლაპარაკებები ან ფინანსური შეთანხმებების გადახედვა.

    2026 წლის მარტის ფინანსური ჰოროსკოპი გვაფრთხილებს: თუ შემოსავალი არ შეესაბამება ინვესტირებულ ენერგიას, ეს არის პირობების ხელახალი განხილვის და არა დემონსტრაციული ჟესტების გაკეთების მიზეზი.

    ქალწული

    ქალწულებს ყველაფერი ექნებათ, რაც სჭირდებათ. ისინი შეძლებენ პროექტების რეალიზებას და დიდი ხნის ნანატრი შესყიდვების განხორციელებას. საერთო ჯამში, თვე ხელსაყრელია მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად. თუ ქალწულების პირადი ცხოვრება ჰარმონიულია, მათ სასიამოვნო ფინანსური სიურპრიზები ელით.

    2026 წლის მარტის ფინანსური ჰოროსკოპი გვირჩევს, რომ ყველაფრის კონტროლს თავი დავანებოთ, რათა თითქმის უმიზეზოდ არ ვინერვიულოთ.

    სასწორი

    მარტი საქმიან საკითხებს წინა პლანზე წამოწევს. ფინანსური სირთულეები შეიძლება წარმოიშვას ბუნდოვანი შეთანხმებების გამო. პარტნიორებთან ან ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები გამჭვირვალობას მოითხოვს. მნიშვნელოვანია პირობების წინასწარ გარკვევა, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები. დათმობის ტენდენციამ შეიძლება თქვენ წინააღმდეგ იმუშაოს.

    2026 წლის მარტის ფინანსური ჰოროსკოპი ხაზს უსვამს, რომ სამართლიანი შეთანხმებები სტაბილური შემოსავლის საფუძველია.

    მორიელი

    მარტში მორიელების ფინანსური პროცესები ღრმა და ინტენსიურია. შესაძლებელია მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება – ძველი ვალების დაფარვა, წამგებიანი სქემების მიტოვება ან სტრატეგიების შეცვლა. ფული შეიძლება შემოვიდეს არატრადიციული წყაროებიდან ან სიტუაციებიდან, რომლებიც შინაგან გამბედაობას მოითხოვს.

    2026 წლის მარტის ფინანსური ჰოროსკოპი გვირჩევს, რომ დანაკარგის შიშით წარსულს არ მივეკედლოთ.

    მშვილდოსანი

    მარტი აღვიძებს მშვილდოსნის ფინანსური შესაძლებლობების გაფართოების სურვილს. ჩნდება იდეები ზრდის, განათლების ან ფულის შოვნის ახალი გზების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ სწორად შევაფასოთ ვადები და რესურსები. საუკეთესო შედეგები მოდის თანდათანობით და არა უეცარი ნახტომებით.

    2026 წლის მარტის ფინანსური ჰოროსკოპი შეგახსენებთ: მდგრადი ზრდა ყოველთვის რეალისტური გეგმით იწყება.

    თხის რქა

    გაზაფხულის პირველი თვე თხის რქებისთვის სტაბილურობის ფასს ავლენს. ფული შეიძლება შემოვიდეს, თუმცა ამ შემოსავალს მნიშვნელოვანი ძალისხმევა დასჭირდეს და გადაიღალოთ. შეიძლება გაჩნდეს კითხვები იმის შესახებ, ღირს თუ არა შედეგები ასეთ ძალისხმევად.

    2026 წლის მარტის ფინანსური ჰოროსკოპი გირჩევთ, გადახედოთ შემოსავალსა და ცხოვრების ხარისხს შორის ბალანსს.

    მერწყული

    მარტში მერწყულის ფინანსური მდგომარეობა არატრადიციულად განვითარდება. ვარსკვლავები შემოსავლის მოულოდნელ წყაროებზე, ახალ სამუშაო ფორმატებზე ან ორიგინალურ გადაწყვეტილებებზე აკეთებენ აქცენტს. მთავარია, იდეების ძიებაში დეტალები არ უგულებელყოთ: ვადები, ჰონორარები, ვალდებულებები. ფული შეიძლება მოულოდნელად შემოვიდეს და ასევე მოულოდნელად წავიდეს.

    2026 წლის მარტის ფინანსური ჰოროსკოპი ხაზს უსვამს: ინოვაციური იდეები წარმატებულია მაშინ, როცა მათ მკაფიო ფინანსური გათვლა ახლავს.

    თევზები

    მარტი ზრდის თქვენს მგრძნობელობას ფინანსური საკითხების მიმართ. თქვენ მკვეთრად აცნობიერებთ, სად არის ფინანსური ენერგია თავისუფალი და სად აკავებს მას მეტისმეტი სიფრთხილე. შეიძლება მერყეობდეთ პროცესის ნდობის სურვილსა და კონტროლის  აუცილებლობას შორის. საუკეთესო შედეგი მიიღება ინტუიციური გადაწყვეტილებების საფუძველზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით.

    2026 წლის მარტის ფინანსური ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ რეალობის შეგრძნება არ დაკარგოთ.